ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვეტერანებისთვის

 

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება

 

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო  მოქმედების  ვეტერანები;

ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

სოციალური სერვისით სარგებლობისთვის   მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე.

 

გააზიარე