ვეტერანებისთვის
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები;
ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.
სოციალური სერვისით სარგებლობისთვის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.