სოფელი ხირსა
სოფელი ხირსა მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 320 მეტრზე. სიღნაღიდან 25კმ-ში.
ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათწლეულის პირველ მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო, სადაც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ამას ადასტურებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნივთები და 1962 წელს ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი.
ხალხური ეტიმოლოგია ხირსის სახელწოდებას უკავშირებს მეფე ერეკლეს და მეფე თამარის ამ მიდამოებში სტუმრობას, ასევე ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერებს.
ცარიზმის პერიოდში ხირსის კოლონიაში ასახლებდნენ ქვეყნისათვის საშიშ პირებს. ესე მოხვდნენ აქ დეკაბრისტები.
გადმოცემის თანახმად, დაბას სტუმრობდნენ ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე გრიბოედოვი, მიხეილ ლერმონტოვი.
1932 წელს აქ დაარსდა ხირსის საბჭოთა მეურნეობა.
სამამულო ომის დროს კოლონიაში ჩასახლებული გერმანელი ტყვეების მიერ გაშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც დღემდე იქცევს დამთვალიერებლების ყურადღებას თავისი არქიტექტურით.
ლავრენტი ბერიას ინიციატივით ხირსაში გაშენდა საჩვენებელი დენდროლოგიური პარკი, სადაც იქნა დარგული უნიკალური და იშვიათი ნარგავები, რომლის ნაწილი დღესაც შემორჩენილია.