ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალურად დაუცველთათვის

 

ერთჯერადი უფასო კვება

 

1.ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.

2.სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების  სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

3.უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს.

4.სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

 

გააზიარე