განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა განსაკუთრებული საჭიროების მქონე შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის:
ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახს;
ბ) ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება (არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება და ხელფასი) და დახმარების მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს;
გ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც მომართვის დროს საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა(შესაბამისი ადმინისსტრაციული ერთეულიდან);
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარების საკითხის გადაწვეტა მოხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან).