ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

ოჯახებისა  და  ბავშვების  სოციალური  დაცვა

 

 ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობისგაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №0131/ნ ბრძანების შესაბამისად.

 დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) მშობლების  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 

გააზიარე