სტუდენტების დახმარება
სტუდენტების დახმარება
აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სწავლის საფასურის თანადაფინანსება .
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:
ა) ობოლ და მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ სამი არასრულწლოვანი და მეტი) ოჯახის
სტუდენტებს, რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.
სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ობოლი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
დ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;
ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის
ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;
ზ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.