მარჩენალდაკარგულთათვის და მარტოხელა მშობლებისთვის
მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი
მარჩენალდაკარგული მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას არაუმეტეს 200 ლარისა.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;