Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარჩენალდაკარგულთათვის და მარტოხელა მშობლებისთვის

 

მარჩენალდაკარგულისა  და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება

 

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად  მაცხოვრებელი

მარჩენალდაკარგული  მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას არაუმეტეს 200 ლარისა.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი  მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად  დაფინანსებას.

 ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად  უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად  უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 

Share page