იძულებით გადაადგილებულთათვის
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა.
მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მერის წარმომადგენლის ცნობა პირის
კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.