ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა

 

უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)

 

  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

 პროგრამით სარგებლობისას დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი;

ბ) მარტოხელა, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი;

გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ  (მინდობით აღზრდა) ახალგაზრდებს 22 წლის ასაკის მიღწევამდე;

დ) უსახლკარო ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს;

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის  დამადასტურებელი დოკუმენტი –

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა;

ზ) ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფარი) ცნობა თავშესაფარში ბინადრობის შესახებ;

 

გააზიარე