უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეებისთვის
უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა
მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
თანხა გაიცემა არაუმეტეს 350 (სამასორმოცდაათი) ლარისა.