შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირთა მატერიალური დახმარება
ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 100 ლარის ოდენობით.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ფორმა №100;
ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისა და მძიმე ქრონიკული დაავადებულთათვის მატერიალური დახმარება
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებს გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა ექიმისაგან
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
უსინათლოთა დახმარება
უსინათლოთა დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად წლის განმავლობაში 200 ლარით.
მომსახურებით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაუნის სინდრომისა და აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მატერიალური დახმარება
სოციალური მომსახურებით ისარგებლებენ დაუნის სინდრომის და აუტიზმის სპექტრით დაავადებული პირები ერთჯერადად, წელიწადში 300 ლარით.
პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის დახმარება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის დახმარება წელიწადში ერთხელ, , არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.