ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთათვის

 

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება

 

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  შემდეგი  სახის   სარიტუალო  მომსახურება:

ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის;

ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის;

გ) ომის მონაწილის, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული  ჭრილობის,  კონტუზიის,  დასახიჩრების  ან  დაავადების გამო გარდაცვლილის;

დ) ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;

ე) უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც დაიღუპა  საქართველოს

 დაცვისას.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარმოსადგენია  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;

ბ) მერის წარმომადგენლის ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) გარდაცვალების  მოწმობის  ასლი;

დ) გარდაცვლილი   ვეტერანის  მოწმობის  ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხა გაიცემა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

გააზიარე