სამშობლოს დაცვისას დაღუპულთათვის
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის;
ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის;
გ) ომის მონაწილის, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილის;
დ) ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;
ე) უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც დაიღუპა საქართველოს
დაცვისას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) მერის წარმომადგენლის ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
თანხა გაიცემა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.