Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის

 

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

 

  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 400  (ოთხასი) ლარისა  განსაკუთრებული საჭიროების მქონე შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისათვის:

 ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში  მყოფ  ოჯახს;

 ბ) ოჯახს, რომელიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება (არ აქვს არანაირი შემოსავალი: პენსია, სოციალური დახმარება და  ხელფასი) და დახმარების მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს;

გ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც მომართვის დროს საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.

  სიღნაღის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა(შესაბამისი ადმინისსტრაციული ერთეულიდან);

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარების  საკითხის გადაწვეტა მოხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან).

 

Share page