ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47
უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში
ტურიზმი

უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში


     უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში
   სიღნაღში ჩამოსულ სტუმრებს გლეხები უმასპინძლდებიან ქვევრში დაყენებული ღვინით. ქვევრი თავის მხრივ უნიკალური ნივთია და მასში დაყენებულ ღვინოს განსაკუთრებული არომატი აქვს. სახლის პირობებში დამზადებული სასმელის გარდა, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქარხნული წესით დამზადებული ღვინო: მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, წითელი, თეთრი, შავი და  კიდევ სხვა მრავალი სახეობა, რომელსაც აწარმოებს ქალაქში არსებული ღვინის მარნები.
კახური მწვადი:  თვისობრივად ენათესავება კავკასიაში ფართოდ გავრცელებულ მწვადის                  ნაირსახეობებს და ,, შაშლიკს“ , თუმცა გემოთი განსხვავდება, რადგან მისი შეწვა ხდება ვაზის წალამზე, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს მწვადს.
ხაშლამა: სანელებლებში და მწვანილებში მოხარშული ხორცი, რომელსაც სუფრაზე მიტანისას არომატისათვის ნედლ მწვანილს აყრიან.
ჩაქაფული: მრავალი სახეობის მწვანილთან და ადგილობრივ ბოსტნეულთან ერთად მოხარშული ხორცი, რომლის მთავარი სანელებლები ტყემალი და ტარხუნაა.
ჩიხირთმა: ქათმის ხორცისგან დამზადებული შეჭამანდი, რომელსაც კაზმავენ კვერცხითა და თეთრი ღვინის ძმრით.
კახური ტოლმა: მას, კომბოსტოს მაგივრად,  ვაზის ფოთოლში ახვევენ.
კახური შოთი: თონეში გამომცხვარი მოგრძო ფორმის პური.
ჩურჩხელა: უგემრიელესი ნუგბარი, რომელიც ყურძნის მდუღარე ტკბილ წვენში (ბადაგში)  ამოვლებული თხილის ან ნიგვზის ასხმაა. ძალიან მსუბუქი და ნოყიერია. 

 

 

გააზიარე