მარჩენალდაკარგულთათვის და მარტოხელა მშობლებისთვის
მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას არაუმეტეს 200 ლარისა. 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.