Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. წნორში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

1 April, 2021

   ქ. წნორში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება.

   როგორც წინასწარაა ცნობილი წვენის მწარმოებელი ქარხნის მთავარი ნედლეული ბროწეული იქნება.

   საწარმოს მშენებლობას შპს „ხორნაბუჯი“ განახორციელებს.

   მნიშვნელოვანია, რომ გადამუშავებული (პასტერიზებული) წვენი პირველ ეტაპზე ქართულ ბაზარზე გაიყიდება, ხოლო სამომავლო გეგმებში საზღვარგარეთ გატანაც განიხილება.

   შპს „ხორნაბუჯის“ დირექტორის ავთანდილ ჯიბლაძის თქმით ქარხანას თვეში 500 ტონა ხილის გადამუშავება შეეძლება.

   მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება და შემოდგომით, ბროწეულის სეზონის დადგომის პარალელურად დასრულდება. 

#სიღნაღისმერია

#მეტისაწარმომუნიციპალიტეტში

#ხილისგადამამუშავებელისაწარმო 

 

Share page