Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენახების რეგისტრაცია

12 April, 2021

 სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო. პროექტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, რაც გულისხმობს:

 თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაციას, ასევე, ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა) სარეგისტრაციო ინფორმაციის განახლებას.

 ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლა მევენახე ფერმერებისთვის სავალდებულოა.

 საკადასტრო რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია, სიღნაღში მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე.

 მისამართი:

 სიღნაღის სურსათის ეროვნული სააგენტო - აღმაშენებლის მოედანი;

 წნორი - რუსთაველის ქ. 39 შ.პ.ს. „ერისის“ შენობა. 

 

Share page