Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი ვენახების გაშენება

15 April, 2021

 2017 წლიდან დღემდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი ვენახების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ახალი გაშენებული ვენახების საერთო ფართობმა 350 ჰექტარი შეადგინა. აქედან თეთრი ყურძნის 90-ს, ხოლო წითელი - 260 ჰექტარს შეადგენს.

  სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო.

  პროექტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება, რაც გულისხმობს:

  თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაციას, ასევე, ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში (ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა) სარეგისტრაციო ინფორმაციის განახლებას.

  ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლა მევენახე ფერმერებისთვის სავალდებულოა. 

 

Share page