Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ ელექტრონულ სისტემაზე გადადის

19 April, 2021

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითერების სააგენტოს ანალიტიკოსი ირმა სიხარულიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს და მერიის თანამშრომლებს შეხვდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა ინერგება.

პროექტის ფარგლებში, ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა გადამზადება 20 აპრილიდან დაიწყება. სასწავლო პროცესი რამდენიე თვეს გასტანს.

პროექტის მიზანი ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა. 

 

 

Share page