Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

20 April, 2021

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო. ამ დროისთვის სოფელში რამდენიმე კილომეტრი წყლის ქსელები უკვე მოეწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ 24 საათიან წყალმომარაგებით ათასამდე ოჯახი ისარგებლებს.

 წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს. სოფლებში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში პროექტი დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება.

 პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

#უწყვეტიწყალმომარაგებასოფლებს

#დაგპირდითდავასრულებთ

 

Share page