Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სკვერის რეაბილიტაცია

23 April, 2021

ქალაქ სიღნაღში მდებარე მთავარი სკვერის ე.წ. „ბულვარის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

რეაბილიტაციის შედეგად, პარკის მთლიანი ტერიტორიის განახლება განხორციელდა, რაც სავალი ნაწილის გრანიტის საფარით შეცვლას, გმირთა მემორიალის რესტავრაციას, ახალი სკამების, ურნების და განათების დამონტაჟებას, გაზონების ბუნებრივი მულჩით გალამაზებას და სკვერის გამწვანებას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ პარკში ცალკეა გამოყოფილი სივრცე პატარებისთვის, რომელიც კაუჩუკის რბილი ფილებით რამოდენიმე დღის წინ მოპირკეთდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსი გაკეთდა და ასევე, მათთვის ადაპტირებული სასმელი წყლის ფანტანი მოეწყობა.

სიღნაღის სკვერის რეაბილირაციაზე მთლიანობაში 289 795 ლარი დაიხარჯა.

#სიღნაღისმერია

#სიღნაღისბულვარი 

 

Share page