საინფორმაციო შეხვედრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში მიმდინარეობს პროექტი "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება.“
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტის კოორდინატორს თემურ კაკრიაშვილს და სააგენტოს ანალიტიკოს ირმა სიხარულიძეს შეხვდნენ და პროექტის წარმატებით მიმდინარეობასა და შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში კორდინატორი ადგილზე გაეცნო სწავლების მიმდინარეობას. პროექტი, რომელიც ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.