სიღნაღი
ქალაქი სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, მას განსაკუთრებული ბუნებრივი მდებარეობა აქვს, ის განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს გადაჰყურებს.
ამჟამად სიღნაღი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია საქართველოში. ქალაქში ჩამოსულ სტუმარს, ულამაზესი ხედები, განსაკუთრებული არქიტექტურა და საინტერესო ისტორიული ქუჩები თუ სახლები დახვდება.