Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კალიის გავრცელების საწინააღმდეგოდ წამლობა მიმდინარეობს

29 May, 2021

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საშიში მავნებლის - კალიის გავრცელების საწინააღმდეგოდ წამლობა მიმდინარეობს.

წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება ხელს შეუწყობს მავნებლის გავრცელების არეალის შემცირებას, ეს კი თავისთავად გულისხმობს, ნათესი ფართობების განადგურებისგან დაცვას.

მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებიდან გამომდინარე მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

#სიღნაღისმერია

 

Share page