Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა სოფელ საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობასთან

31 May, 2021

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი სოფელ საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა ამ ორი სოფლის მიწების (საძოვრების) საკითხი იყო.

გუბერნატორმა და მერმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს მათი მოსაზრებები და სურვილები სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მიწებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი შიოშვილმა და გიორგი გოგილაშილმა მოსახლეობას მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება და მხარდაჭერა აღუთქვა.

#სიღნაღისმერია

 

Share page