სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალოობა დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალოობა დაიწყო. მოსავლის აღებამდე ყველა მოსამზადებელი ეტაპი ჩატარდა. მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ალოობისთვის 34 ერთეული კომბაინი იმუშავებს.
მარცვლეული კულტურის საერთო ფართობი 32 000 ჰექტარს შეადგენს.
წლევანდელი მოსავალი საშუალო მაჩვენებელს არ აღემატება.