საინფორმაციო შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებისა და ინიცირებული სერვისების გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე უძღვებოდა.
აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, მუნიციპალიტეტის მერიების და მის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ერთიანი სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართვა წარმოადგენდა.
შეხვედრას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.