ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?"
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ სასკოლო თამაშში თხუთმეტი სკოლის გუნდი მონაწილეობს.
ერთი კვირის განმავლობაში თამაშის სამი ტური გაიმართება და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.
ინტელექტუალური ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.