Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი

19 June, 2021

ხირსის მონასტერი კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ამჟამინდელი ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მონასტერი აქ ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ღირსმა სტეფანემ, VI საუკუნეში დააარსა. აქვეა დაკრძალული სტეფანე ხირსელი.

VI საუკუნეში აქ მცირე ეკლესია იყო, IX-X საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის მეფე კვირიკე I-ის ბრძანებით ის გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ. XVI საუკუნის 40-იან წლებში, ლევან კახთა მეფის დროს, ეკლესია განაახლეს. ხირსის მონასტერი საუკუნეთა მანძილზე სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ქრისტიანობის შეტანას ცდილობდნენ დაღესტნელ ლეკებში. მონასტრის სახელწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს: ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსიდან“, მეორე ვერსიით მას სახელი უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან, მესამე მოსაზრებით კი ხირსა ერქვა ადგილს პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულმა წმინდა მამამ სწორედ მისი სახელი დაარქვა მონასტერს.

ფოტოები ეკუთვნის ფეის-ბუქგვერდ „ტიბაანის ფოლიანტებს“.

#სიღნაღისმერია

#სოფელიტიბაანი

#სტეფანეხირსელისმონასტერი

 

Share page