Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახურის II კვარტლის ანგარიში

29 June, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2021 წლის II კვარტალში ისარგებლა 665 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 178 792.24 ლარი.

კერძოდ:

ავადმყოფთა სამედიცინო დახმარების მუხლი (186 ბენეფიციარი) - 107 127.24 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (92 ბენეფიციარი) - 13000 ლარი;

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (20 ბენეფიციარი) - 2000 ლარი;

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (329 ბენეფიციარი) - 42390 ლარი;

იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (5 ბენეფიციარი) - 550 ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (14 ბენეფიციარი) - 2300 ლარი;

მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 1000 ლარი;

ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (6 ბენეფიციარი) - 9100 ლარი;

ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტების დახმარება (1 ბენეფიციარი) - 1125 ლარი;

100 წლის უხუცესთა სოციალური დახმარება (ერთი ბენეფიციარი) - 200 ლარი.

სხდომის გარეშე:

დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ - 28 ბენეფიციარი) - 6800 ლარი;

#სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის

 

Share page