Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი იწყება

30 June, 2021

⚽️ 1 ივლისიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი იწყება.

⚽️ ჩემპიონატი- მუნიციპალურ, რეგიონულ და ფინალურ ეტაპებად გაიმართება. მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართება შიდა ჩემპიონატი ადგილობრივ სამოყვარულო გუნდებს შორის, ხოლო საუკეთესო გუნდი მონაწილეობას შესაბამის რეგიონულ ლიგაში მიიღებს.

⚽️ სიღნაღის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპი დაიწყება 1 ივლისს , 16:30 საათზე, ტიბაანის სათამაშო მოედანზე და ექვსი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი (ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის ვაქირის, ძველი ანაგის) იასპარეზებს. მათ შორის ფინალში გამარჯვებული რეგიონულ ეტაპზე გადავა.

⚽️ აღნიშნული ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, ფეხბურთის მასობრიობა. იგი აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს მიერ. 

 

Share page