Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

8 აგვისტო

8 August, 2021

#დღეს, ქალაქ სიღნაღის მთავარ სკვერში #8აგვისტოს ომის გმირის გოგა აბრამიშვილის ბიუსტი გაიხსნა, რომელიც მერის გიორგი გოგილაშვილის ინიციატივით დაიდგა.

ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი გმირულად დაიღუპა. მან ქალაქის ევაკუაციის დროს არ მიატოვა საავადმყოფო და იქ მყოფი დაჭრილი ადამიანები, რომელთაც მისი დახმარება სჭირდებოდათ.

მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და ვაჟიშვილი) დარჩა.

სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გოგას ბიუსტი გვირგვინით შეამკე. შემდეგ კი მისი საფლავი მოინახულეს და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.

დღეს, ქვეყნის ყველა სამთავრობო შენობაზე დროშები დაეშვა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.

#სიღნაღისმერია

#8აგვისტოსომი

 

Share page