Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელი ილიაწმინდა

ილიაწმინდა (ყოფილი ახალი ალექსანდროვკა, ულიანოვკა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთერთი სოფელია, რომელიც მდებარეობს ივრის ზეგანის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 630 მეტრზე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 560 ადამიანი. დღეს აქ ცხოვრობენ ფშავის, სვანეთის, ასევე, მეზობელი სოფლებიდან წამოსული მოსახლეობა.

სოფელი დაარსდა 1859 წელს სახელით - ახალი ალექსანდროვკა. პირველი მოსახლეები იყვნენ სარატოვის გუბერნიიდან გადმოსახლებული მალაკნები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფელს სახელი შეუცვალეს და ულიანოვკა დაარქვეს. სოფლის ძირითადი მაცხოვრებლები იყვნენ მალაკნები, ასევე, მცირე რაოდენობით ცხოვრობდნენ ბოშები.

სოფელში ფუნქციონირებდა რუსული საშუალო სკოლა და ბაგა-ბაღი. მოსახლეობა დასაქმებული იყო საბჭოთა მეურნეობაში, ფუნქციონირებდა კახეთის საცდელი სადგური და მანქანა-ტრაქტორის სარემონტო ქარხანა.

მალაკნები გამოირჩეოდნენ განსაკითრებული წესჩვეულებებით. მათ სოფელში ჰქონდათ და ახლაც არსებობს „საბრანია“ (შეკრების ადგილი სადაც აღნიშნავდნენ დღესასწაულებს „ჭირს და ლხინს“). სოფელში არსებობდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (მალაკნები და ბოშები) წავიდნენ რუსეთში. ამჟამად სოფელში მალაკნების მცირე ნაწილი ცხოვრობს (რამოდენიმე ოჯახი).

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

 

Share page