Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ მაღაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9 November, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

სოფელ მაღაროში შიდა საუბნო - ე.წ. „საავადმყოფოს“ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 584 000 ლარია და რვაასი მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის დაგებას, ასევე, სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

შიდა საუბნო გზის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

განახლებული გზით ადგილობრივი მოსახლეობა დეკემბრიდან ისარგებლებს.

 

Share page