Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე

17 November, 2021

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელ ლია ბაკაშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია - სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირ „ქედელის“ დამფუძნებელს, ლალი ხანდოლიშვილს შეხვდა.

✅ შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალური სოციალური მომსახურების პროგრამების გაუმჯობესება, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

✅ შეხვედრის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, სოციალური პოლიტიკის დაგეგმვა და ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც სერვისებს ხელმისაწვდომს გახდის თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. 

 

Share page