სპორტული ინვენტარის გადაცემა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ დავით ჯანიკაშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის მწრთვნელებს შეხვდა.
მალხაზ ბეგიაშვილი არსებული ცენტრის თანამშრომლებს, მუშაობის სპეციფიკას და მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებს გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეს და მუნიციპალიტეტი მათ მხარდაჭერას გააგრძელებს.
მალხაზ ბეგიაშვილმა და დავით ჯანიკაშვილმა ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის მწრთვნელებს ინვენტარი გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.