Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია

16 December, 2021

➡️ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ჭავჭავაძის ქუჩის, ასევე, I და II ჩიხის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

➡️ ამ ეტაპზე სანიაღვრე არხი მოეწყო, ორივე შესასვლელის გზის მოასფალტება სრულდება, ხოლო ქუჩის ცენტრალურ ნაწილზე საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

➡️ ჭავჭავაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 739 430 ლარი დაიხარჯება.

➡️ განახლებული გზით მოსახლეობა 2022 წლის თებერვლიდან ისარგებლებს.

#დაგპირდითდავასრულებთ

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის

 

Share page