Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქვემო მაჩხაანის სკოლის მშენებლობა

21 January, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე შენობის კარკასის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე და საკლასო ოთახების, კაბინეტების და ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახის, სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.

სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა.

ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მასზე 1 848 190 ლარი დაიხარჯება.

 

Share page