Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინოობა ბოდბის დედათა მონასტერში

27 January, 2022

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდანის სარკოფაგი ბოდბის დედათა მონასტერშია.

სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ეპარქიის და მოწვეულ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო ლიტურგიას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წმინდა ნინოს ხსენება საქართველოში ორჯერ აღინიშნება, 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარს - მიცვალების დღე. 

 

Share page