Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თათბირი დასუფთავების სამსახურთან

31 January, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი დასუფთავების კუთხით მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო თათბირის მთავარი მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ამ სფეროში არსებული მთავარი საკითხების, გამოწვევების, პრობლემების და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მსჯელობა იყო.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და თქვენთან უშუალო კომუნიკაცია. მით უფრო, რომ სიღნაღი ტურისტული ქალაქია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყოველთვის იყოს სუფთა, რათა მოსულ სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ. ამისათვის ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა. იმის მიუხედავად, რომ 2022 წლიდან თქვენს სამსახურს ხელფასების 10% ზრდა გქონდათ, როგორც ჩემთვის ცნობილია ჯერ კიდევ პრობლემურია ხელფასების სიმცირე,“ განაცხადა შეხვედისას ვიცე მერმა დავით დურგლიშვილმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაო თათბირს ონლაინ რეჟიმში მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი ჩაერთო. მან თანამშრომლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გარკვეული გეგმები და ხედვები მაქვს დასუფთავების სამსახურთან მიმართებით, რომელსაც საკმაოდ დიდი მუშაობა და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა ეს გარდაუვალია, რადგან ამ კუთხით ბევრი რამ არის შესაცვლელი. ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვიზრუნებთ, რომ დასუფთავების სამსახურის პერსონალი იყოს ყოველმხრივ აღჭურვილი, როგორც სპეც ტანსაცმლით, ასევე საჭირო ინვენტარით. თუ საჭიროა, განვახორციელებთ სტრუქტურულ ცვლილებებს, რათა უფრო ეფექტური გახდეს ამ სამსახურის მუშაობა. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ წარმატებული ქვეყნების მაგალითები. ასე რომ წინ ბევრი საქმე გველის,“ აღნიშნა ონლაინ ჩართვისას მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეხვედრის მსვლელობისას დიდი დრო დაეთმო დასუფთავების თანამშრომელთა მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების განხილვას, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში კვლავ დარჩება განხილვის საგნად და გაგრძელდება მუშაობა მათი მოგვარების გზების მოსაძებნად.

 

Share page