Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა

9 February, 2022

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი იმყოფებოდა.

მათ თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ამბულატორიის ექიმებთან და ექთნებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ძირითადი მიზანი ვაქცინაციის პროცესში ამბულატორიის ექიმების ჩართვა და ამ გზით მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.

ჩამოსულმა სტუმრებმა ექიმებს ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი შეხვედრები კახეთის რეგიონის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

 

Share page