Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორის გზების რეაბილიტაცია

12 February, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა ქალაქ წნორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების რეაბილიტაცია დაათვალიერეს.

ამ დროისთვის ქალაქ წნორში მეგობრობის, სიხაშვილის, ფიროსმანის და ჭავჭავაძის ქუჩების გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სანიაღვრე სისტემების და ორფენოვანი ასფალტის დაგებას ითვალისწინებს.

მალხაზ ბეგიაშვილი პროექტების მშენებლებს შეხვედა და რეკომენდაცია მისცა - სამუშაოს შესრულების დროს დაცული იყოს მშენებლობის ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.

განახლებული გზებით წნორის მოსახლეობა მარტიდან ისარგებლებს. 

 

Share page