Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სიღნაღში

12 February, 2022

საქართველოს სახალხლო დამცველის აპარატის წამომადგენლებმა ნათია ბერაძემ და ნინო ვალიკოვმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის არსებულ სოციალურ მომსახურებაზე, საბჭოს გამართულ ფუნქციონირებასა და შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე ისაუბრეს.

დასასრულს, საბჭოს წევრებს სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციები გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. 

 

Share page