Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ

13 February, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციას და აღწერის სამუშაოებს ატარებს, რომლის შემდეგ მოხდება აღნიშნული ადგილების კონსერვაცია.

მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სუფთა გარემო არის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობა და ამ მიმართულებით მერია აქტიურად მუშაობას იწყებს. ამასთან ერთად მოხდება დასუფთავების სერვისის მიწოდება და მოსახლეობის დროული გაფრთხილების სისტემა, რომელიც სუფთა გარემოს შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიკაციის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი კონსერვაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფელ საქობოში ერთ-ერთი ნაგავსაყრელი დაათვალიერეს და შესასრულებელი სამუშაოს მასშტაბებზე იმსჯელეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ნუ დაანაგვიანებს გარემოს! ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

#ნუდაანაგვიანებთგარემოს

 

Share page