Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა მუზეუმების და ბიბლიოთეკების მენეჯერებთან

14 February, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი ააიპ „სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის“ ხელმძღვანელთან ნათელა ნადიკაშვილთან ერთად, მუნიციპალური მუზეუმების და ბიბლიოთეკების მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა აღნიშნა, ბიბლიოთეკების და მუზეუმების გამართული მუშაობისთვის აუცილებელია არსებული გამოწვევების შეფასება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, რომელიც დაწესებულებებში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მუნიციპალურ მომსახურებას გააუმჯობესებს. ამისთვის სახელოვნებო და საგანამათლებლო მომსახურების თანამშრომლებმა საკუთარი კონცეფციური ხედვა და სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ.

სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმიანობის გაუმჯობესების წინადადებების წარდგენის შემდეგ, ინფრასტრუქტურის განახლება და აღჭურვა დაიგეგმება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. 

 

Share page