Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო!

17 February, 2022

✅ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №798).

➡ დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას.

❗ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;

• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

• სანოტარო მედიაცია;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

• ფაქტების კონსტატაცია;

• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

✅ მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.

✔ საქართველოს მთავრობის #636 დადგენილებით (2021 წლის 31 დეკემბერი) ცვლილება შევიდა #509-ე დადგენილებაში (2011 წლის 29 დეკემბერი), რომლითაც განისაზღვრება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის საფასური.

 

 

Share page