Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის ელჩი წნორს ეწვია

21 February, 2022

დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი - კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქალაქ წნორს ესტუმრნენ და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი - ახალი სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ევროკავშირის დელეგაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა უმასპინძლა და პროექტის განხორციელების მიზნობრიობასთან ერთად, სკვერის მშენებლობის დეტალები გააცნო.

პროექტი 1 ჰექტრის ფართობზე სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის რეკრეაციული სივრცის შექმნა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიმზიდველობის გაზრდა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოს შექმნა, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს ინვესტორთა გაზრდილ ინტერესს ქალაქ წნორის მიმართ, არსებული ბიზნესის შემოსავლების ზრდას და რაც მთავარია, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

#Pirdp #kakheti #EU #MRDI

 

Share page